Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საპარლამენტო უმცირესობა ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს

„ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობა ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, მთავრობას უმრავლესობა დაამტკიცებს და სწორედ ის აიღებს პასუხისმგებლობას მის საქმიანობაზე.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მინისტრობის კანდიდატებს არ მოვუსმენთ. ჩვენ ასეთი პრინციპი გვაქვს - იმას, რაც არის ქვეყნისთვის კარგი, მხარი დავუჭიროთ და რაც ჩვენი აზრით დააზარალებს ამ ქვეყნის ინტერესებს, პრიორიტეტებს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას - მას წინააღმდეგობა გავუწიოთ. აქედან გამომდინარე, ახალ მთავრობასა და უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ რამდენად კრიტიკულები ვიქნებით', - დასძინა მან.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels