Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ნიკოლა სარკოზი პოლიტიკიდან წავა

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ნიკოლა სარკოზი პოლიტიკიდან წავა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია BFM თთV-ის ეთერში განაცხადა . 
'რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, წავალ თუ არა პოლიტიკიდან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ყოველთვის გიპასუხებთ - დიახ. რაიმე განსხვავებული საქმით დავკავდები, მაგრამ რით, ჯერ არ ვიცი', - განაცხადა სარკოზიმ. 
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით, სარკოზი, შესაძლოა, მთავარ მეტოქესთან, 'სოციალისტური პარტიის' წარმომადგენელ ფრანსუა ოლანდთან დამარცხდეს. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორტურად, 22 აპრილსა და 6 მაისს გაიმართება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels