Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სარკოზი ელისეის სასახლეს ტოვებს

ნიკოლა სარკოზის 10 დღე აქვს, რათა ელისეის სასახლე გაათავისუფლოს და მისი ადგილი საფრანგეთის ახლადარჩეულმა  პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაიკავოს.

ქვეყნის მოქმედმა მეთაურმა სოციალისტ კონკურენტთან ხმების 4%-იანი განსხვავებით წააგო (52% ოლანდი, 48%სარკოზი). სარკოზი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმცა ოლანდს გამარჯვება ისე მიულოცა, რომ შედეგების ოფიციალურად გამოცხადებას არ დალოდებია.

წუხელვე სარკოზიმ თავის მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევანი, რომელსაც პატივი უნდა სცენ. ის არც საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 16 მაისს იწურება. სარკოზიმ ოლანდს წარმატებები უსურვა, მის შრაბში კი იმედოვნებენ, რომ ახალ პრეზიდენტს კარგად ემახსოვრება ფრანგების ის 48%, რომლებმაც ხმა ნიკოლა სარკოზის მისცეს.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels