Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ათი კანდიდატი იბრძოლებს

საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ათი კანდიდატი იბრძოლებს.  ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ათივე კანდიდატის სია გამოაქვეყნა.
ნიკოლა სარკოზისთან ერთად, საფრანგეთის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად იბრძოლებენ - ფრანსუა ოლანდი, მარინ ლე პენი და ფრანსუა ბაირუ.
კანდიდატთა სიაში არიან ასევე, 'მემარჯვენე' ჟან-ლიუკ მელანშონი, 'მწვანეების' წარმომადგენელი ევა ჟოლი, ნიკოლა-დიუპონ ენიანი, ნატალია არტო, ფილიპ პუტუ და ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ჟაკ შემინადი. 
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული კანდიდატურა პირველ ტურში არ გამოვლინდება, არჩევნების მეორე ტური 6 მაისს ჩატარდება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels