Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საფრანგეთის პრეზიდენტს კადაფისგან ფულის აღებაში ადანაშაულებენ

საპრეზიდენტო არჩევნებში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მოწინააღმდეგის - ფრანსუა ოლანდის საარჩევნო შტაბმა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა მედიაში სარკოზიზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მედიაში კვლავ აქტულაური გახდა თემა, რომლის თანახმადაც, ლიბიელი დიქტატორის -მუამარ კადაფის რეჟიმი, 2007 წელს, ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.

CNN -ის ცნობით, ასეთი განცხადება ოლანდის შტაბმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 აპრილს, ფრანგულმა გამოცემამ - Mediapart, 2006 წლის დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტი დაბეჭდა, რომელიც ადასტურებს, რომ ლიბიის დაზვერვის ხელმძღვანელმა - მუსა კუსამ, სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიისთვის 50 მილიონის გაცემაზე გასცა სანქცია.

სარკოზიმ ბრალდებას „სრული უაზრობა' უწოდა, თუმცა ოლანდის შტაბი პასუხმა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ახლა თავისი სიტყვა მართლმსაჯულებამ უნდა თქვას.

ასეთი ბრალდება სარკოზის პირველად არ წამოუყენეს. კადაფის რეჟიმთან ფინანსური სარგებლის მიღებაში, სარკოზი, ჯერ კიდევ ლიბიელი დიქტატორის სიცოცხლეში, 2011 წლის მარტში დაადანაშაულეს. მაშინ კადაფის შვილმა - სეიფ ალ-ისლამმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ოჯახისგან 50 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო როცა საფრანგეთმა კადაფის რეჟიმის საწინააღდეგო პოზიცია დაიკავა, დიქტატორის შვილმა ამ ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს უნდა გაიმართოს. როგორც ცნობილია, პირველი ტურის შედეგებით პირველ ადგილზე სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდი გავიდა, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე მეორე ტურში გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებენ.

internet.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels