Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებზე ოლანდის პარტია ლიდერობს

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ფრანსუა ოლანდის ''სოციალისტურმა პარტიამ' და მისმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს.

მემარცხენეებმა და ''მწვანეთა პარტიამ' მთლიანობაში ხმათა 46% მიიღეს, ხოლო ''მემარჯვენე-ცენტრისტულმა კავშირმა' - 34%.

მოსახლეობის აქტივობა ხმის მიცემისას არც ისე მაღალი იყო. 46 მილიონი ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად მხოლოდ 57% გამოცხადდა. 

არჩევნების მეორე ტური მომდევნო კვირაში გაიმართება. დეპუტატები ქვედა პალატაში 577 ადგილისთვის იბრძოლებენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტებაზე ბევრადაა დამოკიდებული ოლანდის მიერ დაპირებული რეფორმების მასშტაბები და სიჩქარე.

internet.ge 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels