Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 'სოციალისტური პარტიის'კანდიდატმა, ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა. BBC-ის ცნობით, მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მას ხმათა 1,5%-ით ჩამორჩება. 
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიულეტენების სრული რაოდენობის დათვლის შემდეგ ხმათა 28,6% ფრანსუა ოლანდმა, ხოლო 27,1% ნიკოლა სარკოზიმ მიიღო. 
როგორც BBC-ი აღნიშნავს, მოქმედი პრეზიდენტისთვის, საფრანგეთის ისტორიაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 
ამასთან, 1958 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა. 
ამომრჩეველთა აქტივობამ არჩევნებზე 80%-ს გადააჭარბა. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა ეკონომიკა იყო. ამასთან, რეგისტრირებული იყო 45 მილიონი ამომრჩეველი. 
მესამე ადგილზე გავიდა 'ნაციონალური ფრონტის' ლიდერი მარინ ლე პენი, რომელმაც ხმათა 18% მიიღო. 
კენჭისყრის საბოლოო შედეგებს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭო 25 აპრილს გამოაცხადებს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ოლანდი და სარკოზი ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან, რომელიც 6 მაისს გაიმართება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels