Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საფრანგეთი სირიაში ძალის გამოყენებაზე ალაპარაკდა

გაეროს უშიშროების საჭომ უნდა იფიქროს სირიაში მშვიდობის დასამყარებლად ძალის გამოყენებაზე, თუ ოფიციალური დამასკო არ შეასრულებს კონფლიქტის დარეგულირების შეთანხმებულ გეგმას. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ გააკეთა, იტყობინება ბი-ბი-სი.

'ჩვენ დამასკოს თავს ვერ მოვატყუებინებთ', - განაცხადა ჟუპემ. ჟუპემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს სირიაში საერთაშორისო დამკვირებლები, თუმცა ამავდროულად დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ სამშვიდობო გეგმა ჩავარდება, ' ჩვენ მოგვიწევს ახალ ეტაპზე გადასვლა, რომლისთვისაც ამ ტრაგედიის შესაჩერებლად საჭირო იქნება რეზოლუცია მე-7 თავის საფუძველზე (ძალის გამოყენება).

სირიის დარეგულირების გეგმა ძალაში შევიდა 12 აპრილს. ამის მიუხედავად, სამთავობო ძალები კვლავ განაგრძობენ ძალის გამოყენებას ქვეყნის ცალკეულ ქალაქებისა და რეგიონებში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels