Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საფრანგეთმა და არაბულმა ლიგამ სირიის ოპოზიციური კოალიცია ცნეს

'დასავლეთმა უნდა ცნოს სირიის ოპოზიციური კოალიცია, როგორც დროებითი მთავრობა, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ სამხედრო და ფინანსური დახმარება ასადის რეჟიმთან საბრძოლველად' - აცხადებს სირიის კოალიციის ლიდერი, ყოფილი იმამი მუაზ ალხათიბი. მის მოწოდებას პირველად საფრანგეთი გამოეხმაურა, რომელმაც სირიის ოპოზიციური კოალიციის მთავრობა ცნო სირიელი ხალხის ნება-სურვილის ერთადერთ წარმომადგენლად ქვეყანაში. ამასთანავე, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, პარიზი განიხილავს სირიის თავისუფალი არმიის იარაღით მომარაგების საკითხს.  'როგორც კი კოალიცია სირიის ლეგიტიმურ მთავრობად ჩამოყალიბდება, ამ საკითხს განიხილავენ როგორც საფრანგეთში, ასევე ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც კოალიციურ მთავრობას ცნობს' - განაცხადა მან. კოალიცია ასევე ცნო არაბულმა ქვეყნების ლიგამ ქაიროში გამართულ სამდღიან სამიტზე. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels