Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საფრანგეთში დუმილის დღეა

საფრანგეთში წინასაარჩევნო აგიტაცია აიკრძალა და დუმილის დღე გამოცხადდა. 'ბი-ბი-სის' ცნობით, საფრანგეთის მოსახლეობა ხვალ მომდევნო ხუთი წლით ქვეყნის მეთაურს ირჩევს. პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას 10 ადამიანი აცხადებს, მათ შორის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 
დროის სხვაობის გამო საფრანგეთის ზღვისპირა რეგიონებსა და ამერიკის კონტინენტზე არსებულ საფრანგეთის საელჩოებში კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს. საარჩევნო სიებში 45 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 
საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად გაიმართება. პირველი ტური ხვალ, ხოლო მეორე 6 მაისს შედგება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels