Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველომ ნატო-სთან ახალი დოკუმენტი გააფორმა

საქართველომ ნატო-სთან ახალ დოკუმენტი გააფორმა. ურთიერთკავშირის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოეწერა. დოკუმენტი ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე ერთობლივ ქმედებებს ითვალისწინებს. საუბარია კიბერ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. სხდომაზე დეტალურად განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების თემა. საუბარი იყო ავღანეთის ოპერაციაზეც. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაიდო ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეც.

'ჩვენ მივესალმებით წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში და ვაფასებთ გადაწყვეტილებას ქართველი სამხედროების გაორმაგებასთან დაკავშირებით. დღეს კი გვქონდა საშუალება გავაღრმავოთ საქართველოსთან თანამშრომლობა', - აღნიშნულია ნატო-ს განცხადებაში.

ჯი ეიჩ ენი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels