Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების მეცხრე პლენარული სესია გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, მოლაპარაკებების მეცხრე პლენარული სესია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პლენარული სესიის ფარგლებში, გაიმართა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე (DC FTA) მოლაპარაკებების პირველი რაუნდი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს: შეთანხმების პრეამბულა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა (CFSP); მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება (JFS) და ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები. ასევე, შეაჯამეს მესამე სამუშაო ჯგუფში  მიღწეული პროგრესი და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DC FTA) მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე გორდაძე. დელეგაციაში, ასევე, შედიოდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ევროპული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას' და ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას და თანამშრომლობას ახალ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე.

აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. DCFTA წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შემადგენელ კომპონენტს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსება ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და შეეძლოს ევროკავშირის შიდა ბაზრით სარგებლობა. ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში.

პრაიმნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels