Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილები გაცვალეს

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძესა და ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს, ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო ი მარფილს შორის წერილები გაიცვალა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილებში ხაზგასმულია საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა მრავალმხრივ ფორმატში.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels