Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარაბდის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს

დღეს, 16 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა - ცხრა ძმა ხერხეულიძეთა, დედისა და დისა მათისა და მათთანა 9000 ქართველთა, მხედართა და მხედართმთავართა ხსენების დღეს აღნიშნავს.

ქართულმა ეკლესიამ ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი, 1625 წელს მარაბდის ველზე გმირული ბრძოლისათვის, წმინდანად შერაცხა.

გადმოცემით, მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები დაკრძალულნი არიან სოფელ ძველი მარაბდის განაპირას, წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად.

internet.ge 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels