Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში ლეგალური მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში ლეგალური მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. 
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ეტაპზეა საფრანგეთთან მოლაპარაკებები უკვე სრულდება.
მხარეებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, საფრანგეთში ლეგალური მუშაობის უფლება საქართველოს 200 მოქალაქეს ექნება.
'ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ საფრანგეთში წასვლა და ლეგალურად დასაქმება. განსაზღვრულია პროფესიები, თუ რა პროფესიებით შეუძლიათ დასაქმდნენ ისინი ლეგალურად საფრანგეთში. ამ პროფესიებზე არსებული მოწვევების საფუძველზე ისინი გამარტივებული წესით მიიღებენ სამუშაო ვიზებს საფრანგეთში. პროფესიების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. ეს პროფესიები შეირჩა ერთმანეთთან შეთანხმებით, ორივე ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით', _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels