Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოს პრეზიდენტის დაცვა 350 ადამიანით, ბიუჯეტი კი 7 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით შექმნილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით შექმნილი კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის დაცვა 350 ადამიანით, ბიუჯეტი კი 7 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა.

'ჯი-ე-ჩ-ენის' ინფორმაცით, საქართველოს პრეზიდნეტის განკარგულებაშია: მისი პირადი, მეუღლის, შვილების და დამატებით მიხეილ სააკაშვილის დედის უსაფრთხოების დაცვა; რეზიდენიცების სრული დაცვა; ბრონირებული VIPმანქანები; ესკორტის 2 ეკიპაჟი სრული შემადგენლობით; 4 ექიმი რეანიმატოლოგი; კვების 4 ექიმი; ოპერატიული და ოპერატიულ- ტექნიკური სამსახური; სვლა-გეზის სამსახური, ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს, პირადი დაცვის გარდა, შსს, თავდაცვის, დაზვერვის, სპეცტექნიკის და ქალაქებში კეთილმოწყობის სამსახურები მოემსახურება.

როგორც ცნობილი ხდება, პრეზიდენტის მხარემ, კომისიის სხდომაზე, აღნიშნული სამსახურიდან 1000 თანამშრომელი და 20 მილიონი ლარი მოითხოვა.

სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ არგუმენტად დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების დიდი რაოდენობა, გაზრდილი რისკები და მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი აგრესია დაასახელა.

ბიუჯეტიდან თანხა ჯანაშიამ, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებისას გზის სავალი ნაწილებოს გადაკეტვაც მოითხოვა.

ახალი კანონის ამოქმედებამდე, საქართველოს პრეზიდენტს კვლავ სახელმწიფო დაცვის ძველი შემადგელობა მოემსახურება.

რამდენადაც ცნობილი ხდება კომისიამ იხელმძღვანელა სხვადასხვა ქვეყნების ანალოგიებით, რომლის მიხედვითაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ, ესტონეთში პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახური 57 ადამიანისგან შედგება, ლიტვასა და ლატვიაში კი დაცვის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა 300-ს არ აღემატება. ბელგიაში, დანიასა და შვედეთში ქვეყნის პირველი პირების სპეციალური დაცვის სამსახურების თანამშრომელთა რაოდენობა 150-ზე ნაკლებია.

კომისიაში განმარტავენ, რომ მაგალითისთვის საქართველოს პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისში 3-4 ავტომანქანით გადაადგილდება, რეგიონებში კი ამ რაოდენობას ერთი მანქანა ემატება იმ დროს, როდესაც პრეზიდენტის განკარგულებაშია 10-12 მანქანა.
ბიძინა ივანიშვილის გადაადგილებისას არ იკეტება ქუჩები, პრემიერი ითხოვს მხოლოდ საგზაო წესების დაცვას.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels