Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოს პრეზიდენტი მარშალის ფონდის კონფერენციას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში იმყოფება, სადაც German Marshall Fund of the US მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ფორუმი სახელწოდებით „საქართველოს მომავლის კვალდაკვალ', წელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას ითვალისწინებს; ასევე იმსჯელებენ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ასპექტებზე.

ფორუმს, რომელიც მიუნხენის მახლობლად იმართება, ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პოლიტოლოგები და პარლამენტის წევრები. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ელმაუში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმყოფება.

კონფერენცია არაფორმალურ ხასიათს ატარებს და უკვე მეოთხედ იმართება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels