Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოს პრეზიდენტს საშუალება ეძლევა მაღალჩინოსნებს პერსონალური დაცვა მოუხსნას

 

საქართველოს პრეზიდენტს საშუალება ეძლევა მაღალჩინოსნებს პერსონალური დაცვა მოუხსნას. აღნიშნულ საკითხს  'სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ' კანონში შემავალი ცვლილება ითვალისწინებს.

არსებული პროექტის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილს პერსონალური დაცვის დანიშვნა, კანონით აქვთ გარანტირებული. ნაწილს კი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, პრეზიდენტს შეუძლია დაცვა დაუნიშნოს.

კანონპროექტით კი, პრეზიდენტს მათთვის დაცვის მოხსნის უფლებაც ენიჭება. პრეზიდენტის ეს უფლებამოსლება გავრცელდება საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებზეც, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებზე და ყოფილ უმაღლეს თანამდებობის პირებზე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში, რომელსაც პრეზიდენტმა შეიძლება დაცვა დაუნიშნოს ან მოუხსნას, კონტროლის პალატა აღარ არის ნახსენები.
კანონპროექტის ავტორი სახელმწიფო დაცვის სამსახურია, ინიციატორი კი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი.

 

ჯეონიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels