Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოს საელჩოსთვის ისრაელის დატოვების თხოვნით არავის მიუმართავს

ისრაელში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს საელჩოსთვის ქვეყნის დატოვების თხოვნით არავის მიუმართავს. 
როგორც 'ინტერპრესნიუსთან' სატელეფონო საუბრისას ისრაელში საქართველოს საელჩოს კონსულმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, ისრაელსა და ღაზას სექტორში, 'ჰამასის' დაჯგუფებას შორის საჰაერო დაბომბვების გამო საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის დატოვების მოთხოვნით არ მიუმართავთ.
'თელ-ავივში მდგომარეობა სტაბილურია. მუშაობს კაფე-ბარები, რესტორნები, სასწავლო დაწესებულებები. პერიოდულად ირთვება საჰაერო დაბომბვის გამაფრთხილებელი სირენა. სამხედროები რაკეტებს ჰაერშივე ანადგურებენ. რაიმე საფრთხე არ არსებობს ჯერჯერობით, თუმცა ისრაელში თითქმის ყველა შენობას მიწისქვეშა თავშესაფარი აქვს. ასეთი თავშესაფარი ჩვენ საელჩოშიცაა. თუ რამე საფრთხე გაჩნდება, ამის შესახებ რადიო და ტელევიზია მომენტალურად გვატყობინებს', - განაცხადა თამარ კორძაიამ. 
მისივე ინფორმაციით, საფრთხეს წარმოადგენს ღაზას სექტორთან მდებარე ქალაქები, სადაც სწავლის პროცესი შეწყდა.
'აშდოთში და აშკელონში ქართველი ებრაელები ცხოვრობენ, თუმცა იქაც პანიკური შიში არ არის. ისრაელის დატოვების მოთხოვნით საქართველს საელჩოსთვის არავის მოუმართავს',-განაცხადა ისრაელში საქართველოს კონსულმა.
ისრაელსა და ღაზას სექტორში, დაჯგუფება 'ჰამასს' შორის ვითარება 13 ნოემბერს დაიძაბა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels