Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რუმინეთს სძლია

'ევრობასკეტ 2013'-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად რუმინეთს 91:74 სძლია. 
საქართველომ მეტოქე ოთხივე პერიოდში დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. იგორ კოკოშკოვის გუნდიდან თორნიკე შენგელია გამოირჩეოდა, რომელმაც გუნდს 23 ქულა და 10 მოხსნა (ორმაგი დუბლი) შესძინა. მანუჩარ მარკოიშვილმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯეიკობ ფულენმა - 16. 
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 5 სექტემბერს, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. 
საქართველოს ნაკრებს 5 მატჩში 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული. გუშინ ბოსნიამ ჰოლანდია დაამარცხა და სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში. თუმცა საქართველოს ნაკრებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული და ჯგუფის პოტენციური ლიდერია.

იხილეთ ვიდეო
რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels