Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'საქართველოს ფოსტის' გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

'საქართველოს ფოსტაში' მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად უწყების გენერალურმა დირექტორმა ლევან სანაძემ თანამდებობა დატოვა. 'ამ ეტაპზე დე-იურე თანამდებობაზე ვარ, რადგან განცხადება ჯერ არ დამიწერია, თუმცა ფაქტობრივად მოვალეობას აღარ ვასრულებ' - განუცხადა
'ივერონს'ლევან სანაძემ. 

რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია 'საქართველოს ფოსტის' ცხელი ხაზის მენეჯერმა თენგო ავალიშვილმაც დაადასტურა, თუმცა ვინ ხელმძღვანელობს ამჟამად უწყებას, მისთვის უცნობი აღმოჩნდა. 

'საქართველოს ფოსტაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა ვინ არის ამჟამად დირექტორი, ვერ გეტყვით' - აღნიშნა მან. 

ამჟამად 'საქართველოს' ფოსტას' 1650 თანამშრომელი ჰყავს და მათი საშუალო ხელფასი 550 ლარია. 

ლევან სანაძე 'საქართველოს ფოსტის' დირექტორის თანამდებობაზე 2012 წლის 29 ივნისს დაინიშნა, მანამდე კი ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორად მუშაობდა.  

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels