Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველოს ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

ხვალ, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ყირგიზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბოდოშ მამიროვა  უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ 'ინტერნეტ.ჯი'-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, ხვალ, 11:00 საათზე, საქართველოს  პარლამენტის ყირგიზეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან, ხოლო 12:00 საათზე, პარლამენტის სპიკერს - დავით ბაქრაძეს.

ამას გარდა, სტუმრები აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. კერძოდ, დელეგაციის წევრები 16:00 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს - თინა ბურჯალიანს შეხვდებიან, ხოლო 17:00 საათზე, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრს - ზურაბ ჭიაბერაშვილს.

ამასთან, ყირგიზეთის პარლამენტის წევრები, 21 აპრილს ბათუმს ესტუმრებიან, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს - ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან.

სტუმრები, საქართველოს 23 აპრილს დატოვებენ, მაგრამ მანამდე, ისინი ქვეყნის ღირსშესანიშნაოებებს დაათვალიერებენ.   

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels