Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველო სატრანსპორტო პროექტ 'ვიკინგში' ჩაერთვება

საქართველო უახლოეს პერიოდში საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტ 'ვიკინგის' ნაწილი ოფიციალურად გახდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ელიგიუს მასიულისი შეთანხმდნენ.

'ვიკინგი' საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტია. იგი შავი და ბალტიის ზღვების პორტების საკონტეინერო სისტემებს ერთმანეთთან აკავშირებს.
საქართველოს აღნიშნულ პროექტში ჩართვა მნიშვნელოვნად გაზრდის, როგორც უშუალოდ ტვირთბრუნვას საქართველოს პორტებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებს.

ვერა ქობალია ლიტველ კოლეგას საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში შეხვდა, სადაც ასევე განხილული იყო ევროპა-აზიის სატრანსპორტო სისტემების განვითარებისა და ამ პროცესში საქართველოს მეტი ჩართულობის მიზანშეწონილობის საკითხი.

onlinenews.ge

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels