Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სახელმწიფო გადატრიალება მზადდება

ვერავინ აუხსნა ბიძინა ივანიშვილს, რატომ რჩება ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი. ვერავინ გააგებინა, რომ დემოკრატიას თავისი პროცედურები აქვს და რომ პრეზიდენტსაც ჰყავს საკუთარი მომხრეები. ივანიშვილი გონიერი ადამიანია და შესაძლოა, თეორიულად დემოკრატიაზე ბევრი რამ იცის და ბევრიც წაუკითხავს (ეს სხვა თემაა), ისევე როგორც ბევრ ჩვენგანს, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების ან მუშაობის გამოცდილება მას არ აქვს. შესაბამისად, დემოკრატიაზე მისი ცოდნა უფრო თეორიულია, ვიდრე პარაქტიკული.

თუმცა, არსებობს მეორე მიზეზიც, ბიძინა იავნიშვილი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ის ტოტალიტარულ რეჟიმს ებრძოდა; რომ სააკაშვილი პირსისხლიანი ტირანი იყო და არჩევნებზე ტანკებს გამოიყვანდა გარეთ. ის სერიოზული ომისთვის ემზადებოდა, შედეგად კი მმართველობის მშვიდობიანი გადაბარება მიიღო. ყველაფერს წარმოიდგენდნენ სააკაშვილისგან, ყველაფერს იფიქრებდნენ - გაქცევას, ქუჩაში ცეცხლის გახსნას, შეიძლება თვითმკვლელობასაც კი (გააჩნია, ვის როგორი გაქანება აქვს ფანტაზიაში), მაგრამ დემოკრატიული თამაშის წესების არჩევას - არა. პრეზინდეტმა კი აღელვებული სახით, მაგრამ მშვიდი ტონით მიულოცა გამარჯვება ბიძინა ივანიშვილს და ქვეყანაში ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყო.

სწორედ ეს მოულოდნელობის ეფექტი ქმნის ნაციონალურ გუნდს სახიფათოს. როგორი იქნებოდა სააკაშვილის რეაქცია წაგებაზე, ამაზე თითქმის არც ერთ ექსპერტს, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკოსზე, სწორი ვერსია არ ჰქონდა. თავისთავად, ეს უნდობლობას იწვევს ყველა სხვა ვერსიისა და მითის მიმართ. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

მთავარი კი მაინც მოულოდნელობის ეფექტია. თუკი ბიძინას კარზე ვერავინ მოახერხა გამოეცნო, რას იზამდა სააკაშვილი წაგების შემთხვევაში, ისე ვერავინ ახერხებს თქვას, მოულოდნელობის რა ეფექტს ამუშავებენ ახლა ნაციონალები. ამიტომაც ეშინია.

სხვათა შორის, შიშის კლასიკური მაგალითი გამოავლინა ბიძინა ივანიშვილმა, როცა მთავრობის სხდომაზე, ასევე მოულოდნელად, გიგი უგულავა გამოეცხადა. ქალაქის მერს პრემიერთან საბიუჯეტო საკითხების პრობლემების გავლა სურდა. უნდოდა, გაეგო, თბილისელებისთვის დაწესებულ შეღავათებს მთავრობა როდის განიხილავდა, პასუხად კი, დატოვეთ დარბაზიო, მოისმინა. ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, რომ მას საერთოდ არ სურს, ან არ შეუძლია ოპოზიციასთან ურთიერთობა, რომ გიგი მისთვის უცხო სხეულია.

პარლამენტში კი ოპოზიცია ხდება უცხო სხეული. სხდომები, ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციისთვის შეურაცხმყოფელი რეპლიკების ფონზე მიდის. უმრავლესობამ ოპოზიციას მისთვის განკუთვნილი კვოტაც კი არ მისცა. „ნაციონალურმა მოძრაობამ' სხდომები დატოვა და მუშაობა დროებით შეაჩერა.

პარალელურად დააკავეს შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გენშტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე, მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. ოფიციალურ დონეზე სამართლიანობის აღდგენის სახელით კეთდება განცხადება სხვა პირების დაპატიმრების თაობაზე. ძალოვანი უწყებების პირველი პირები ამბობენ, რომ პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია, რომ ისინი დამნაშავეებს ებრძვიან.

ანუ პრეზიდენტის უფლებებზე სერიოზული შეტევა მიმდინარეობს, გენშტაბის უფროსის დაკავებაც ამ კამპანიის შედეგია; პარლამენტში ოპოზიციის უფლებები სერიოზულად ილახება, მათ ემუქრებიან და კუთვნილი კვოტით სარგებლობის უფლებასაც არ აძლევენ - ლევან ბეჟაშვილი იუსტიციის საბჭოს წევრად არ დაამტკიცეს. ქალაქის არჩეულ მერთან პრემიერს საუბარიც არ სურს.

NATO-მ უკვე გააკეთა შეფასება, სამხედრო დაპატიმრებების გამო NATO-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი გა­და­დო, მოგვიანებით კი ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

- ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ასე­თი ვი­ზი­ტის დროს, NATO-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის მი­ზა­ნიც სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალ სამ­ხედ­რო პი­რებ­თან აზ­რთა გაც­ვლა იყო. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო დროს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა ამ დრო­ის­თვის ორი­ვე მხა­რის­თვის გა­არ­თუ­ლა მი­ზა­ნი - ვი­ზი­ტის­გან მი­ი­ღოს მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი გა­მო­ძი­ე­ბულ იქ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სრუ­ლი დაც­ვით. რო­გორც გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ქარ­თველ ლი­დე­რებ­თან სა­უბ­რის დროს აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა მხა­რის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის შემ­დგო­მი კონ­სო­ლი­და­ცია. სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს ვი­ზი­ტის ხელ­მე­ო­რედ და­გეგ­მვის ვა­რი­ან­ტებს.

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ყველანაირად შეავიწროოს სააკაშვილი ხელისუფლებაში. ამ ინსტიტუტს ახლა პრემიერისთვის დემოკრატიის დატვირთვა კი არა, საფრთხობელას ასოციაცია უფრო აქვს. ამიტომაც ის ემზადება.

სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაშია, საფრთხე ყოველთვის არსებობს, უფრო სწორად - პანიკის მიზეზი, რადგანაც არავინ იცის, როგორი იქნება ნაციონალების მოულოდნელობის ეფექტი.

მართალია, დემოკრატიამ სააკაშვილს არჩევნები წააგებინა, მაგრამ სამაგიეროდ, ის სააკაშვილს დაცვის, უფრო სწორად, როგორც თვად სააკაშვილმა თქვა საგანგებო განცხადებაში, კონსტიტუციის დაცვის გარანტიებს აძლევს.

სააკაშვილის განცხადება:

- ბო­ლო მოვ­ლე­ნე­ბი ჩემ­თვის არის შეშ­ფო­თე­ბის წყა­რო. დღეს, რო­გორც არას­დროს, გვჭირ­დე­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა. ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა არ არის ზო­გა­დი კა­ტე­გო­რია, ეს ეფუძ­ნე­ბა კონ­კრე­ტულ კრი­ტე­რი­უ­მებს, კრი­ტე­რი­უ­მე­ბი კი, პირ­ველ რიგ­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ში, ყვე­ლა დო­ნე­ზე კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ში მდგო­მა­რე­ობს.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ გვქონ­და რე­ა­ლუ­რი შან­სი, ნა­ტო-­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუთ­ხით წარ­მა­ტე­ბის­თვის მიგ­ვეღ­წია. დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ნამ­დვი­ლად არ გვეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა­ფერ ამა­ში, პი­რი­ქით, სე­რი­ო­ზულ დაბ­რკო­ლე­ბებს ქმნის და არ შე­იძ­ლე­ბა, ეს მი­ხა­რო­დეს. ჩვენ, რო­გორც არას­დროს, უნ­და დავ­დგეთ შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, ბოღ­მა­ზე მაღ­ლა და შევ­ძლოთ ერ­თმა­ნეთ­თან ადა­მი­ა­ნუ­რი ლა­პა­რა­კი. დაე, ნუ და­ვე­თან­ხმე­ბით ერ­თმა­ნეთს. ჩვე­ნი ხალ­ხი ამას ელო­დე­ბა. იყო გა­ცე­მუ­ლი უამ­რა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი და­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და უფა­სო ჯან­დაც­ვას, უფა­სო სწავ­ლას, კრე­დი­ტებ­ზე საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის, ასე­ვე ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ა.შ. ხალ­ხი ელო­დე­ბა, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწ­ყე­ბა, სულ ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლომ, თა­ვის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ერ­თი მთავ­რო­ბის მე­ო­რედ ჩა­ნაც­ვლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო პრო­ცე­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მე, რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ვი­ყა­ვი და ვარ ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე. ჩე­მი სურ­ვი­ლი იყო და არის, რომ შევ­ძლოთ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა

სააკაშვილი ჯერჯერობით მშვიდ და შემრიგებლურ ტონს ინარჩუნებს. ის მოწოდებულია, ითამაშოს დემოკრატიული წესებით და ახალი ხელისუფლებისგანაც იგივეს მოითხოვს.

კონსტიტუცია დაირღვა, როცა გეშტაბის უფროსი დააპატიმრეს და მისი მოვალეობის შესრულება ირაკლი ალასანიას კადრს დააკისრეს. სააკაშვილმა ამ სფეროში საკუთარი უფლების აღდგენა მოახერხა. გიორგი კალანდაძე პატიმრობიდან განთავისუფლდა და პრეზიდენტმა ის გენშტაბის უფროსის თანამდებობაზეც აღადგინა.

როდემდე მოითმენს სააკაშვილი მასზე და მის პარტიაზე განხორციელებულ მუდმივ ზეწოლებს? როდის შეიძლება მან კონსტიტუციით მინიჭებული სხვა უფლებების გამოყენებაც დაიწყოს?

სააკაშვილს შეუძლია, დაითხოვოს პარლამენტი.

სააკაშვილს შეუძლია, პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერს ხუთი მინისტრი გამოუცვალოს.

სააკაშვილს შეუძლია, ვეტო დაადოს პარლამენტის რიგ გადაწყვეტილებებს.

ჯერჯერობით ასეთ რადიკალურ მეთოდებს არ მიმართავენ. თუმცა, თუ პოლიტიკურმა დევნამ პოლიტიკური პროცესისთვის სახიფათო ხასიათი მიიღო, მაშინ, არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა ძალოვანი უწყების პირველი პირები შეცვალოს. მაგალითად, გადააყენოს იგივე ირაკლი ღარიბაშვილი, ნოდარ ხადური ან თეა წულუკიანი.

პოლიტიკური კრიზისი უკვე დაფიქსირებულია. დაჭერები, ნაციონალების დროებითი გამოსვლა საპარლამენტო მუშაობიდან და ქალაქის მერის მთავრობის სხდომაზე არშეშვება ამის მაგალითებია, მაგრამ რამდენად შეიძლება კრიზისმა უფრო რთული ფორმა მიიღოს და სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს? პოლიტიკურ ლექსიკონში ეს ტერმინი უკვე გაჩნდა. უმცირესობის ლიდერმა 90-იანი წლები გაიხსენა და თქვა: „ჩვენ 90-იან წლებში ცუდი გამოცდილება გვქონდა. როცა ერთმანეთთან დიალოგი შევწყვიტეთ და სამოქალაქო ომი მივიღეთ'.

ბიძინა ივანიშვილს, ისე ჩანს, ოპოზიცია არ სჭირდება. მან უკვე წააგო თავდაცვის სამინისტროში გენშტაბის უფროსის დაპატიმრებით. მისი მთავრობა იძულებული გახდა, უკან დაეხია, სააკაშვილმა კი კალანდაძე პოსტზე დააბრუნა. ალასანიამ უბრალოდ იჩქარა, როცა შეშფოთდა: ეს რა სერიოზული ბრალდებებით დააკავეს გენშტაბის უფროსიო.

თავდაცვის მინისტრი კალანდაძის პოსტზე დაბრუნებასაც გამოეხმაურა. როგორც ჩანს, ის არ აპირებს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომაც გამოაცხადა: „იმის გამო, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ორშაბათს შესაძლებელია გენერალ კალანდაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იყოს მიღებული'.

ირაკლი ისევ ჩქარობს? შესაძლებელია სამოქალაქო დაპირისპირების ეპიცენტრი სწორედ თავდაცვა და ალასანიას ამბიციები გახდეს?

გენშტაბის უფროსის დაკავებაზე კომენტარი ნაციონალების გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმაც გააკეთა, მეთოდი კი, რომლითაც ის პატიმრობაში აიყვანეს, „კაგებეს' მუშაობის სტილს შეადარა.

- კალანდაძის დაპატიმრება ღამის 3 საათზე, მინისტრის კაბინეტში, ჩემი აზრით, არის სამარცხვინო. საბჭოთა „კაგებეშნიკური' ძველი მეთოდი და ქართულ ჯარში, ქართველი ოფიცრის, ქართველი გმირის დაკავება ღამის 3 საათზე მინისტრის კაბინეტში, ეს არის, ჩემი აზრით, ამაზრზენი საქციელი, იმიტომ, რომ ასეთი რამე საბჭოთა „კაგებეს' დროს ხდებოდა. დამოუკიდებელ საქართველოში ასეთი ფაქტი არ მომხდარა.

ახლა მთავარია, როდის დაიწყებს მოქმედებას სააკაშვილი და გამოიყენებს თუ არა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას. ამიტომაც ყველა აპრილს ელოდება. სწორედ გაზაფხულზე მიიღებს ის პარლამენტის დაშლის უფლებას. მანამდე ბიძინას აქვს დრო, სააკაშვილი აიძულოს, გადადგეს.

დაპირისპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ დაიწყო, გრძელდება. ივანიშვილმა აჩვენა, რომ ის არ აპირებს ნაციონალებთან სამუშაო რეჟიმში გადასვლას. მისთვის „ნაციონალური მოძრაობა' პოლიტიკური პარტია არ არის.

ამიტომაც კრიზისი უკვე გარდაუვალი ხდება. სამოქალაქო დაპირისპირების კონტურებიც იკვეთება და ისევე, როგორც არჩევნების წინ, ღიად ვერავინ ამბობს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

'პრაიმტაიმი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels