Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სერგეი ლავროვი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება არარეალურია

ამერიკული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რაც აბსოლუტურად არარეალურია , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, კითხვა-პასუხის ფორმატში საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რომელიც პარლამენტმა გაამყარა. 
'ამერიკული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რაც აბსოლუტურად არარეალურია. მოგწონთ თუ არა, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რომელიც პარლამენტმა გაამყარა. მეორე მდგომარეობა ის არის, რომ ამერიკელები ითხოვენ, რომ ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა ფლანგის ლიმიტები, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მაშინ მახსოვს, პრეზიდენტმა პუტინმა ჰკითხა პრეზიდენტ ბუშს, შეიძლებოდა თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის იმის მითითება, სად და რა რაოდენობის ჯარი უნდა განგეთავსებინა საკუთარ ტერიტორიაზე. ბუშმა გაიკვირვა და თქვა, რომ ამის შესახებ არ უფიქრია. უნდა არსებობდეს გზები, რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა არის მშვიდად, მაგრამ ყოველგვარი ფლანგის ლიმიტების გარეშე. თუ ეს ორი მდგომარეობა ამოღებული იქნება, ჩვენ შევძლებდით მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ ჩვენ დაველოდებით კარგ იდეებს ჩვენი პარტნიორებისგან და არანაირი ინიციატივით აღარ გამოვალთ', - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ არ აღიარებენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.
'ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთს ყველაფერში, მაგალითად, ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ქვეყანას , რომელსაც აქვს გავლენის სფერო. ჩვენი პოზიცია კვლავ უცვლელია: სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად აირჩიონ მოკავშირეები', - განაცხადა ბაიდენმა. 
მისივე თქმით, საქართველო და ბალკანეთის ქვეყნები ისწრაფვიან ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
'ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროექტი - 'თავისუფალი და ერთიანი ევროპა'. ინტეგრაციის ტემპს განსაზღვრავენ თავად ასპირანტი ქვეყნები, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, რათა დავეხმაროთ მათ ევროპასა და ტრანატლანტიკურ ალიანსში კანონიერი ადგილის დასამკვიდრებლად', - აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels