Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სილვიო ბერლუსკონიმ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, 75 წლის სილვიო ბერლუსკონიმ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. 
ამის შესახებ იტალიის პარლამენტში ბერლუსკონის ფრაქციის 'თავისუფალი ხალხის' ლიდერმა, ფაბრიციო ჩიკიტომ განაცხადა. 
2011 წელს, მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მის პარტიის 'თავისუფალი ხალხის' რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. ამის გამო სკანდალურად ცნობილმა პოლიტიკოსმა იტალიის პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაბრუნება გადაწყვიტა და ამისათვის, 2013 წლის აპრილში, საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 
სილვიო ბერლუსკონი, სამჯერ ფლობდა იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს - 1994-1995, 2001-2006 და 2008-2011 წლებში. პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში ბერლუსკონი არაერთ სკანდალში გაეხვია. მას ადანაშაულებდნენ კორუფციაში, ქრთამის მიცემაში, პოლიტიკური კამპანიების უკანონო დაფინანსებაში, მაფიასთან კავშირში, არასრულწლოვანთან კავშირში. აღსანიშნავი, რომ ბრალდებების სიმძიმისა და მტკიცებულებათა სიმრავლის მიუხედავად, ბერლუსკონი ყოველთვის ახერხებდა სასჯელისაგან თავის დაძვერენას.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels