Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სომხეთის ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს

სომხეთის ექს-პრეზიდენტი, ოპოზიციური „სომხეთის ნაციონალური კონგრესის' ლიდერი ლევონ ტერ-პეტროსიანი უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე, მისი პარტია კი, არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს - იუწყება „ინტერფაქსი'.

„მე უარს ვამბობ დეპუტატის მანდატზე. ჩემს ყოფნას პარლამენტში მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი „სომხეთის ნაციონალურ კონგრესს' უმრავლესობა ექნებოდა' - განაცხადა ტერ-პეტროსიანმა არჩევნების შემდგომ პირველ მიტინგზე ერევნის ცენტრში. მისი თქმით, ის არ აპირებს შეწყვიტოს პოლიტიკური მოღვაწეობა.

„ვიდრე სომხეთი ასეთ სავალალო მდგომარეობაშია, მე არ წავალ პოლიტიკიდან. კონგრესი გააკეთებს ყველაფერს, რათა გავთავისუფლდეთ ამჟამინდელი ხელისუფლებისგან. მე ვიბრძოლებ იმდენს, რამდენის საშუალებასაც ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები მომცემს' - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.

ოპოზიციური კონგრესის წევრმა არამ მანუკიანმა კი განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ტერ-პეტროსიანის პოლიტიკურმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტის არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვოს.

6 მაისის არჩევნების შედეგების თანახმად, სომხეთის მმართველმა პარტიამ, რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხმების 44,05% მოაგროვა, ოპოზიციურმა „სომხეთის ნაციონალურმა კონგრესმა' კი, რომელიც 18 პარტიისგან შემდგარ ბლოკს წარმოადგენდა, - 7,10%. შესაბამისად, ეს უკანასკნელი პარლამენტში მხოლოდ 6 მანდატს მიიღებს.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels