Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სომხეთის ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

 

სომხეთის ოპოზიცია ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ერევანში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

დედაქალაქის ქუჩებში პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მმართველობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციისგან შექმნილ კოალიციას სახელწოდებით 'სომხეთის ეროვნულ კრება' ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს.

მათი მთავარი მიზანი სომხეთში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარებაა.

ოპოზიცია მორიგი საპროპტესტო აქციის გამართვას ერევანში 9 სექტემბერს გეგმავს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები კი ქვეყანაში 2012 წლის მაისში და 2013 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

რუსთავი 2

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels