Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სომხეთის პრემიერი: ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს

იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება საქართთველოს ხელისუფლებაში, სომხეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა ორმხრივი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის იყოს ბრწყინვალე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა საქართველოში გამართული არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

'ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფეერი, რათა ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან იყოს ძალიან კარგი. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ, იმის მიუხედავად რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ქვეყნის ხელისუფლების სათვეეში. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და საქართველოსთან უნდა ვაშენოთ ძალიან კარგი ურთიერთობები', - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოალიციამ 'ქართულმა ოცნებამ' გაიმარჯვა.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels