Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სტეინბერგი და გორდონი კავკასიურ ტურნეს იწყებენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი 23-26 თებერვალს კავკასიაში ვიზიტს იწყებს. სტეინბერგი სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევა. მასთან ერთად საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - ფილიპ გორდონიც ჩამოვა.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ქვეყნების მთავრობებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვაც.

ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობილია, რომ სტეინბერგი ასევე ბოსნიასა და ალბანეთსაც ეწვევა.

'რუსთავი 2'

შ.კ.

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels