Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ტვირთების მონიტორინგის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილავენ

ამ დროისთვის კვლავ არ არის ცნობილი კომპანია, რომელიც ფსოუს, როკისა და ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ტვირთების მონიტორინგს განახორციელებს. 
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი თემა იქნება. ნინო კალანდაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ბერმში, ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდზე დააყენებს.
ფსოუს, როკისა და ლარსის გამშვებ პუნქტებზე, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე მიღწეული მოლაპარაკებების მიხედვით, ტვირთების მონიტორინგს შვეიცარული კომპანია განახორციელებს.
ამასთან, ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 28-29 მარტს გაიმართება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels