Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ტიმოფტი: რუსეთის სამშვიდობო ძალები მშვიდობის დამყარების ნაცვლად საფრთხეს ქმნიან

მოლდოვაში ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი იმყოფება, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრების თემა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებას ეხებოდა.

მოლდოვას პრეზიდენტმა ნიკოლაი ტიმოფტიმ ეუთოს გენერალურ მდივანს რუსეთის სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში საფრთხეს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე მშვიდობისდამცველებს და ამის მაგალითად იანვარში მომხდარი ინცინდენტი მოიყვანა, როცა რუსმა სამშვიდობომ სასიკვდილოდ დაჭრა ნასვამი „წესრიგის დამრღვევი'.

ნიკოლაი ტიმოფტის თქმით საშიშროებას ქმნის ისიც, რომ დნესტრისპირეთის სოფელ კობასნაში ინახება რუსული შეიარაღება, რომელიც „მუდმივ საფრთხეს ქმნის მოლოდვასა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობისათვის,' - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მოლდოვა დნესტრის მარცხენა სანაპიროზე განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვს.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels