Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> უგულავა სასამართლოში მივიდა და 'გაბანძებულ' პროკურატურაზე ისაუბრა

ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა დედაქლაქის მერი, გიგი უგულავა. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული და კბილაშვილის 'კანტორა' თანხის გაფლანგვას ედავება. პროკურატურა გიგი უგულავასთვის, გირაოს სახით მილიონი ლარის დაკისრებასა და უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.  

'როგორი აბსურდულიც ბრალდებაა, ისევე აბსურდულია მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებითაც. მილიონს არ გადავიხდი იმიტომ, რომ არ მაქვს. 

ქართულ პოლიტიკაში ერთადერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ასეთი თანხის გადახდა არ გაუჭირდება. მიზანი ივანიშვილისა, უკვე გაცხადებულია. მისი მიზანია თბილისის ხელში ჩაგდება, როგორც კოლმეურნეობის თავმჯდომარის მიერ მორიგი ობიექტის დაპატრონება. 

ვაცხადებ, ამ სიამოვნებას ივანიშვილს არ მივანიჭებ და არც მერის თანამდებობის დატოვებას ვაპირებ. ასეთი აბსურდული ბრალდებები არის პოლიტიკურ იარაღად ქცეული პროკურატურის 'გაბანძება', - განაცხადა 'პრესა.ჯი'-სთან საუბრისას თბილისის არჩეულმა მერმა. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. 

ამასთან, 'თბილისის საკრებულოს ფრაქცია 'ნაციონალური მოძრაობა' თბილისის მერს გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე თავდებში უდგება', - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, მამუკა ახვლედიანმა გააკეთა. თბილისის საკრებულოს წევრების გარდა, დედაქალაქის არჩეულ მერს თავდებში უდგება უმცირესობაც. 

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels