Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> უნგრეთის პრემიერი: ენდეთ ხელისუფლებასა და თქვენს პრეზიდენტს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით საქართველოს წარსულში დაბრუნების მცდელობა დიდი შეცდომა იქნება. აღნიშნული განცხადება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხალხს დაფიქრება და სწორი არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია ვის ანდობს ქვეყნის მართვას. 

ამასთან უცხოელმა ლიდერმა ქართველ ხალხს საბჭოთა კავშირისკენ მიბრუნების ცდუნებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიყავით, კომუნისტური წყობის ქვეყანა, მე 20 წლის განმავლობაში ვიბრძოდი ამ წყობის შესაცვლელად და დღეს უნგეთი მშვიდობის მოყვარე, ევროპული ქვეყანაა. ჩვენ დაუშვით შეცდომა როცა ამ წყობისკენ მიბრუნება ვცადეთ, წარსულში დაბრუნების ცდუნება  წარუმატებელი იქნება თქვენი მომავლისთვისაც. მინდა ჩემი ხალხის სახელით  გულწრფელი მოკითხვა გადმოგცეთ  და გითხრათ რომ ნატოსა და ევროკავშირში ძალიან ბევრი მოკავშირე გყავთ. ენდეთ თქვენს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს',- განაცხადა ორბანმა.

საუბრის ბოლოს უნგრეთის პრემიერმა, მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ ერს იღბალი უსურვა.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels