Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> უსულმანთა მუფტსა და მართლამდიდებელ მამებს შორის ნიგვზიანში მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ლანჩხუთის რაიონ სოფელ ნიგვზიანში სადაც მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი მუსულმანებს სამლოცველოში შეკრებისა და ლოცვის საშუალებას არ აძლევს, მუსულმანთა უმაღლესი სასულიერო პირი, სრულიად საქართველოს სამუსულმანო სამმართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე ჩავიდა.

როგორც News.ge-ს ნიგვზიანის რწმუნებულმა ირაკლი გუჯაბიძემ და ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ რეზო ჩიტიძემ განუცხადეს, ამჟამად მუფტსა და მართლმადიდებელ მამებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ნიგვზიანის რწმუნებული აცხადებს, მართლმადიდებელთა ნაწილი მხოლოდ მუსულმანთა მასობრივი შეკრების წინააღმდეგ გამოდის და არა ლოცვის წინააღმდეგ.

მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი სამლოცველოს გაუქმებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირებითა და არეულობით იმუქრება. ისინი ითხოვენ, გაუქმდეს მუსულმანთა სამლოცველო, რომელიც წინა კვირაში აღდგა. 

როგორც ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე რეზო ჩიტიძე ამბობს, ადგილზე დაახლოებით 40 ადამიანია შეკრებილი.

news.ge

ე.შ 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels