Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> უწმინდესმა სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის საფუძველი აკურთხა

 

სამების საკატედრო ტაძრის ეზოში დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის საძირკველი აკურთხა. კურთხევამდე უწმინდესმა მრევლისთვის იქადაგა. '16 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი, შემდეგ იყო წყვეტილი და ახლა ისევ მიტროპოლიტი ვარ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. მე მადლობას ვწირავ უფალს, რომ პატივი მერგო ამ ეკლესიის აშენებისა',-ბრძანა უწმინდესმა.

ტაძრის საძირკველის ჩაყრას საქართველოსა და აფხაზეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ჯეონიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels