Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ფანჯიკიძე აკეთებს 'გარღვევას მარცხენა ფლანგზე' და გადის... 'აუტში' და ეს უკვე მერამდენედ!'

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ირგვლივ აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელ 'ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე ეხმიანება და მის 'აუტში გასვლაზე' საუბრობს. 
'ამ ჩვენი ცოდვით სავსე საგარეო საქმეთა მინისტრს რა ალაპარაკებს იმ თემებზე, რომელზეც აშშ-ის, გერმანიის, რუსეთის და მსოფლიო პოლიტიკის სხვა წამყვანი ქვეყნების პირველი პირებიც კი არ საუბრობენ, ანდა საუბრობენ ძალიან ფრთხილად?! მთიანი ყარაბაღის პრობლემა ხომ ურთულესი პრობლემაა! გადაწყვეტა არ ჩანს შიდა რესურსებით, - ორივე ქვეყნის ელიტები მზად არ არიან ამ პრობლემის გადასაჭრელად!
საქართველოს ტერიტორიული პრობლემა ხომ ურთულესი თემაა!
არც ქართული ელიტა იაზრებს იმას, თუ რა მაგარ 'ტრუბაში' ვართ!
და ამ დროს... საგარეო საქმეთა მინისტრი, ქ-ნი მაია ფანჯიკიძე აკეთებს 'გარღვევას მარცხენა ფლანგზე' და გადის... 'აუტში' და ეს - უკვე მერამდენედ!', - წერს 'ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე დემურ გიორხელიძე.  

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels