Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ფილიპ გორდონი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გამართავს თუ არა ჯერ-ჯერობით უცნობია. ფილიპ გორდონი, რომელიც თბილისს გუშინ ეწვია, დღეს პირველ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. 

14:00 საათზე, სასტუმრო 'თბილისი მერიოტში' ის პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, ხოლო 14:45 საათზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს შეხვდება.

უკვე ამის შემდეგ, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. 

შაბათს კი, ფილიპ გორდონი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანიჯიკიძესთან.

შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტის დეტალები. აღნიშნული ვიზიტი ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.  

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels