Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ფილიპ გორდონი - მოხარული ვარ, რომ რთულ სიტუაციაში, თუმცა მაინც ხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია საქართველოში

მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც კეთდება საქართველოში დემოკრატიული განვითარებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში,  ფილიპ გორდონმა განუცხადა.
'მოხარული ვარ, რომ რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში, თუმცა მაინც ხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას', - აღნიშნა ფილიპ გორდონმა.
პარლამენტის თავმჯდომარესა და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის შეხვედრა 'თბილისი მარიოტში' დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრას  ესწრებოდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels