Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ფრანგმა სამხედროებმა ავღანეთი, შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე დატოვონ

ავღანეთში მყოფმა ფრანგულმა სამხედრო კონტიგენტმა ქვეყანა შესაძლოა დაგეგმილ ვადაზე ადრე დატოვოს. აღნიშნულის შესახებ BMFTV-ს საფრანგეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ლორან ფაბიუსმა განუცხადა.

მინისტრი ცოტა ხნის წინ ქაბულში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანლობასა და ISAF-ის სარდლობასთან ქვეყანაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია განიხილა.

'ვფიქრობ ყველაფერზე იმაზე ცოტა ადრე მოხდება, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენ დეკემბრის ბოლოზე ვსაუბრობდით, თუმცა ეს შესაძლოა კიდევ უფრო ადრე მოხდეს', - აღნიშნა მინისტრმა.

ფაბიუსის განცხადებით, ამ ვადის შემდეგ ქვეყანაში ფრანგი სამხედროები კვლავ დარჩებიან, თუმცა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. დარჩენილი სამხედროები, რომელთა რიცხვიც მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ძირითადად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწრთვნაში მიიღებენ მონაწილეობას. ამ დროისათვის ავღანეთში 2500 ფრანგი სამხედრო მსახურობს. 

news.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels