Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

ელისეის მინდვრებში საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. ფრანსუა ოლანდი გახდა პირველი სოციალისტი პრეზიდენტი ბოლო 17 წლის განმავლობაში.

ცერემონიამდე ოლანდი მის წინამორბედს, ნიკოლა სარკოზის, შეხვდა და ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრა.

ახალმა ლიდერმა გამოთქვა სურვილი, რომ ცერემონია რაც შეიძლება უბრალო ყოფილიყო. მასზე მოწვეულნი არიან 30-ზე მეტი ადამიანი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გარემოცვიდან. ინაუგურაციას, ასევე, დაესწრება 350 ოფიციალური პირი.

ცერემონიამდე პრეზიდენტმა ტრადიციულად ლიმუზინით გაიარა ელისეის მინდვრები და მოინახულა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ტრიუმფალურ თაღთან. ცერემონია ამ წუთებშიც გრძელდება.

ინაუგურაციის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის ვინაობა უნდა დაასახელოს. რამდენიმე საათში კი ოლანდი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემართება, სადაც შეხვედრებს გამართავს ანგელა მერკელთან.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels