Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> “ქართული ოცნება” 'Forbes Georgia”-სთან ურთიერთობას წყვეტს

კოალიცია 'ქართული ოცნება', გამოცემა 'Forbes Georgia'-სთან დროებით ურთიერთობას წყვეტს. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ივანიშვილის პრესსიკერმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, იქამდე სანამ, ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვები იქნება, კოალიცია გამოცემასთან თანამშრომლობაზე თავს შეიკავებს.

'ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც ჩანს, ხდებოდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა, თუმცა კულმინაციას მიაღწია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დაბეჭდვაზე უარის თქმამ. რედაქციის მიერ გავრცელებული წერილი კი, ვფიქრობთ არაკომპეტენტურია. ყველა ქმედება მიმართული იქითკენ, რომ ბიზნესმენის დაბლოკვა მოხდეს',- განაცხადა ფანჯიკიძემ.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels