Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ქართული ოცნების ლიდერმა ოცნების აქტივისტი ცეცხლსასროლი იარაღით სცემა და ცეცხლი გაუხსნა

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა და ოზურგეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ცეცხლსასროლი იარაღით თანაგუნდელი დაჭრა.

ოცნების ადგილობრივი ლიდერები შეკრებილნი არიან პოლიციაში და ბჭობენ გაახმაურონ თუ არა მომხდარი ინცინდენტი.

ამის შესახებ გურიის მოამბეს ერთბაშადს ორმა წყარომ აცნობა. 'პირველად ინცინდენტს ადგილი წუხელ ჰქონდა', - ქართული ოცნებიდან შეგვატყობინეს. შემდეგ კი ოზურგეთის პოლიციიდან.

გურიის მოამბე ელოდება მოვლენების განვითარებას და დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით. სავარაუდოდ საუბარია კოტ შარაშენიძეზე, ოზურგეთის გამგებელზე და ნესტორ რამიშვილზე, აქტივისტზე.

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels