Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ქართული ჯავშანტრანსპორტიორები სერიულ წარმოებაში მათი გამოცდის შემდეგ მიიღება

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მიღებულ იქნება თუ არა ქართული ჯავშანტრანსპორტიორები სერიულ წარმოებაში, მათი გამოცდის შემდეგ გადაწყდება.
'მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყნის სამხედრო მრეწველობის პოტენციალი არსებობს. გუშინ მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა 'დელტას' წარმომადგენლებთან. ძალიან დიდი სამეცნიერო პოტენციალი არის კონცენტრირებული ამ უწყებაში. ის გათვლები, ის პროექტები, რომლებიც ჩვენ დაგვხვდა, ახლა გადიან გამოცდას, თუნდაც წვრთნებში გამოყენება 'დიდგორის' ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გამოგვეცადა იგი წვრთნებში. მიმდინარეობს მათი ჯავშანის გამოცდა. უახლოეს პერიოდში ამ ჯავშანტრანსპორტიორებზე სერიოზული საცეცხლე გამოცდა დაიგეგმება და ამის შემდეგ მიღებული გვექნება გადაწყვეტილება რენტაბელურობიდან გამომდინარე, იმ თანხებიდან გამომდინარე, რასაც ეს ტექნიკა ითხოვს და პროდუქტის ბაზარზე გატანის შესაძლებლობიდან გამომდინარე გავაგრძელებთ ამ პროგრამას, თუ არა. რა თქმა უნდა, იყო პიარის და სულსწრაფობის ელემენტი, როდესაც ეს ტექნიკა ნაადრევად გამოამზეურეს, ვიდრე გამოცდები იქნებოდა ჩატარებული და ამან გამოსაცდელი სამუშაოების ჩატარებას ხელი შეუშალა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დაზუსტდეს, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ტექნიკა ავიყვანოთ სერიულ წარმოებაში. ამას დასჭირდება მეტი დრო', - განაცხადა ალასანიამ.

epn.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels