Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ქრისტიან-დემოკრატებმა' ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

'ქრისტიან-დემოკრატების' ლიდერები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პირველები ავიდნენ და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 
გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა და პარტიის სხვა წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
'რუსეთთან ომის მძიმე შედეგები საქართველოს თავს კიდევ დიდხანს შეახსენებს. ყველაზე დიდი ტკივილი სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცებია, ეროვნული გმირები, რომელთა ბრძოლა და თავგანწირვა სათანადოდ მხოლოდ მაშინ დაფასდება, როცა ჩვენ იმ მიზანს მივაღწევთ, რისთვისაც ისინი დაიღუპნენ', - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels