Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ყატარის კომპანია 'Mawashi'-მ შესაძლოა საქართველოში ინვესტიციები განახორციელო

ყატარის ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია 'Mawashi'-მ შესაძლოა საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს .
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით ჯალაღანიასთან შეხვედრისას განიხილეს.
ჯალაღანიასთან შეხვედრაზე 'Mawashi'-ს წარმომადგენლები შეიხ ნაიფ ბინ ეიდ ალ-თანის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ. 
კატარის სახელმწიფოს ხორცპროდუქტების მწარმოებელი მსხვილი კომპანია 'Mawashi'-ს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით იმყოფებიან. ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels