Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> შესაწყალებლად რეკომენდებულ პატიმართა სია მზად არის

პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა სააღდგომოდ შესაწყალებელი პატიმრების საკითხზე იმსჯელეს და ასზე მეტ მსჯავრდებულს პრეზიდენტთან რეკომენდაცია გაუწიეს.

შეწყალების კომისია მიმდინარე წელს პირველად შეიკრიბა. პრეზიდენტმა ბოლოს შეწყალების აქტს საახალწლოდ მოაწერა ხელი. მაშინ საპატიმროები 200-მდე მსჯავრდებულმა დატოვა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებნე, ქვეყნის პირველი პირის სახელზე განაცხა­დი თითქმის ყველა ტიპის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ჰქონდათ შეტანილი, მაგრამ დად­გენილი წესით, რეკომენდაციას ძირითადად ის პატიმრები იღებენ, რომლებიც სასჯელს ნაკლე­ბად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან და ამასთან პატიმრობის პერიოდში სასჯელაღსრულების და­წესებულების ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან.

როგორც შეწყალების კომისიის თავჯდომარის ელენე თევდორაძე აცხადებს, სააღდგომოდ შეწყა­ლება არ შეეხებათ ისეთ მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულებს, როგორიცაა მკვლელობა და ნარ­კოტიკების გასაღება.

შეწყალების კომისიამ ამჯერად 324 პატიმრის საქმეს განიხილა. ელენე თევდორაძის ინფორმაცი­ით, მათგან 42 ქალი და 13 არასრულწლოვანია.

'ორ მაგალითს მოგიყვანთ: ერთ მსჯავრდებულს მსჯავრი დადებული აქვს რამდენიმე ეპიზოდი­ან ქურდობისთვის, მან ჯიხური გაქურდა და მისი ინტერესი იყო სიგარეტი და ლუდი. მეორე პა­ტიმარი, რომელიც შეწყალებას ითხოვს, უფრო მძიმე დანაშაულშია ბრალდებული, კერძოდ ყაჩა­ღობაში, მაგრამ მას საჭმელი უნდოდა. ეს არის ჩვენი მიდგომა და არა ის, ერთი თვე დარჩა თუ ორი წელი,” - განაცხადა თევდორაძემ ჯერ კიდევ კომისიის სხდომის დაწყებამდე.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თქმით, შესაწყალებელ ქალების საქმეები ერთმანეთზე მძი­მეა, ”თუმცა, ვითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი პატიმარი ქალი მრავალშვილიანი დედაა. მაგრამ, როცა საქმე ნარკოტიკებით ვაჭრობას ეხება, არ შემიძლია მათ მიმართ ლოიალურნი ვიყოთ,” - აღ­ნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

თევდორაძის განცხადებით, შესაწყალებელ პატიმართა სიაში არიან ავადმყოფი პატიმრებიც, რო­მელთა უმრავლესობა ტუბეკულოზითაა დავაადებული.

ადამიანის უფლებთა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას თქმით, შეწყალების კომისიის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები დანაშაულის სიმძიმე, ოჯახური მდგომარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მისივე თქმით, კომისიის მასალებში არის ძალი­ან მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პატიმრების საქმეებიც.

შეწყალების კომისიის რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ კომენტარი გააკეთა სახალხო დამც­ველმა გიორგი ტუღუშმა. მისი ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ 100-ზე მეტი პატიმრის საქ­მეს დადებითი რეკომენდაცია მისცა. შეწყალებულთა სიაში არის რამდენიმე ქალიც.

'კომისიის წევრებმა მსჯავრდებულების საქმეების უმეტესობა დადებითად შეაფასა. დაახლოე­ბით მესამედს გაეწია რეკომენდიაცია შეწყალების შესახებ. დაახლოებით 105 პატიმარს მიეცა რე­კომენდაცია სასჯელის სრულ მოხსნაზე, 20-მდე პატიმარს კი მიეცა რეკომენდაცია სასჯელის განა­ხევრებაზე. არის რამდენიმე ქალბატონის შეწყალებულთა, ანუ რეკომენდირებულთა სიაში და ერთ-ერთი არასრულწლოვანიც. კომისიამ გაითვალისწინა რამდენიმე პატიმრის მძიმე ჯანმრთე­ლობის მდგომარეობა მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა და დადებითაც გაეწია რეკომენდა­ცია,' - განაცხადა ტუღუშმა.

შეწყალების კომისიის წევრებმა პატიმრების საქმეებზე რეკომენდაცია კენჭისყრის წესით მისცეს. შესაწყალებლად რეკომენდირებულ პატიმართა სიას კი უახლოეს დღეებში პრეზიდენტს გადაუგ­ზავნიან. თუ რამდენი პატიმარი შეხვდება, საბოლოოდ, აღდგომას საკუთარ სახლში, სავარაუ­დოდ, დღესასწაულის წინა დღეს გახდება ცნობილი.

წელს რამდენჯერ განხორციელდება პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალება, ან რამდენი მსჯავ­რდებული იქნება შეწყალებული, ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია, წინა წლების სტატიტიკა კი ასეთია: 2010 წელს უკვე სამჯერ განხორციელდა შეწყალების აქტი და დაახლოებით 500-მდე პარი­მარი გათავისუფლდა. 2009 წელს პრეზიდენტის ჰუმანური აქტი სულ შეეხო 687 მსჯავრდებულს, აქედან, სასჯელი შეუმცირდა 123 პატიმარს. 2008 წელს ყველაზე მასშტაბური შეწყალებები განხორ­ცილედა, ამ დროს გათავისფლდა 2611 პარიმარი, სასჯელი გაუნახევრდა 128 მსჯავრდებულს. 2007 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა 1012 პატიმარი, სასჯელი გაუნახევდა 4 პატიმარს. 2006 წელს კი შეწყალებულია 118 მსჯავრდებული. რაც შეეხება, პირობით ვადამდე გათავისუფლბას, 2010 წელს ამ გზით დაახლოებით 300 პატიმარი გამოემშვიდობა ციხეს. 2009 წელს 265 პატიმარი, 2008 წელს 1055, 2007 წელს 279, 2006 წელს კი 56 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

24 საათი

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels