Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> შეტაკებების შედეგად ათენის ისტორიული ცენტრი განადგურდა

საბერძნეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად ათენის ისტორიული ცენტრი მთლიანად განადგურებულია. 'როსბალტის' ცნობით, დიდი ზარალი მიადგა ბანკებს, მაღაზიებს, სასტუმროებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს. პოლიციის მონაცემებით, ამ დროისთვის, 40 ადამიანია დაკავებული, დაპატიმრებულია 17.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 100-მდე ადამიანი საავადმყოფოებშია მოთავსებული. არაოფიციალური ინფორმაციით, 500-მდე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პოლიციელთა მხრიდან წუხანდელი შეტაკებების შედეგად, 31 სამართალდამცველი დაიჭრა. 
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსახლეობის აღშფოთება პარლამენტის მიერ მთავრობის ეკონომიკური პროექტის დამტკიცებამ გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels