Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> შტეფან ფულე ბიძინა ივანიშვილს ხვდება

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ბიძინა ივანიშვილს ხვდება. 
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი ბიზნესცენტრში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილე ჰელგა შმიდტთან და რამდენიმეკაციან დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
გარდა ამისა, მათთან ერთად ბიზნესცენტრში მივიდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. 
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას 'ქართული ოცნების' მხრიდან, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, თედო ჯაფარიძე და მინისტრობის რამდენიმე კანდიდატიც დაესწრება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels