Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

როგორც მან მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ძალაუფლების გადაცემის პროცესი მსუბუქად და მშვიდობიანად მიმდინარეობს.

„მივესალმებით მათ ამ დამოკიდებულებას, ევროკავშირს იმედი აქვს, რომ ისინი კონსტრუქციულ თანამშრომლობას გააგრძელებენ. მოახერხებენ თუ არა ერთად მუშაობას ისინი, იმის მტკიცებულება იქნება, რამდენად წინ წავიდა საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე' - განაცხადა ფულემ.

გარდა აღნიშნულისა, მისივე თქმით,  ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას აგრძელებს.

internet.ge 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels